GE

სკოლა, რომელიც მოსწავლეს და მშობელს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს

ჰუმანიზმი, პატრიოტიზმი, ტოლერანტობა, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა – თუკი ამ ღირებულებებს იზიარებთ, მაშინ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა  თქვენთვისაა. ეს არის ადგილი, სადაც მოსაწავლეებს  საშუალება აქვთ გამოავლინონ მაქსიმალური შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღონ ქართულ თუ საერთაშორისო დონის კონფერენციებში, ოლიმპიადებსა და სხვადასხვა ტიპის კონკურსებში.

როგორც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს,  სკოლის მიზანია, აღზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და მიზანდასახული პიროვნებები, რომელებიც ხელს შეუწყობენ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს  ინტეგრაციას მსოფლიოში.

– რით გამოირჩევა  „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“?

-მამუკა მესხიშვილი: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო პედაგოგთა ჯგუფი, რომელიც თხუთმეტი წლის განმავლობაში შევარჩიეთ. მეორეც,  ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთაშორისო კონტაქტი და წელიწადში სულ მცირე 4-ჯერ  მაინც გავდივართ კონფერენციებზე, მათ შორისაა ახალგაზრდა მეცნიერთა  საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ევროპაში იმართება და ყველა საგანს მოიცავს,   ამერიკის  INTELL ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და IJSO – International Junior Science Olympiad ზამთრის ოლიმპიადა. აღნიშნულ კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ 60-დან 90-მდე  ქვეყნის მოსწავლეები, რომელთა შორისაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც არიან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის გამორჩეული სწავლებისთვის, ჩვენ სკოლას მიენიჭა TOEFL-ის ელჩის წოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია TOEFL-ის გამოცდები სკოლაში ჩავატაროთ, როგორც ჩვენი მოსწავლეებისთვის, ისე სხვებისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს სკოლებიდან აღნიშნული ტიტული მხოლოდ ჩვენს სკოლას მიენიჭა, რაც ნამდვილად მეტყველებს ჩვენს გამორჩეულობაზე.

– მოგვიყევით, როგორია ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა აქტივობები?

-სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სამედიცინო კაბინეტით, დახურული სპორტული, თეატრალური და საკონფერენციო დარბაზებით.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოსწავლეების ზოგად პიროვნულ განვითარებას, გვაქვს ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ტენისის კორტები.  სკოლაში თითქმის ყველა ტიპის სპორტული წრე გვაქვს, რომელშიც მოსწავლები აქტიურად არიან ჩართული. გარდა ამისა, ჩვენი სკოლის საჩუქარია ყოველ თვე მოსწავლეების წაყვანა „ჯინო ფარადაისის“ საცურაო აუზზე, სადაც უტარდებათ სახალისო-გამაჯანსაღებელი აქვა აერობიკის და ცურვის გაკვეთილები.

– რა მიღწევები და წარმატებები აქვთ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს?

–მოსწავლეთა წარმატება იწყება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობით და  საბოლოოდ მთავრდება სტუდენტობით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყველა მოსწავლე იმ უნივერსტიტეტის სტუდენტი ხდება, რომელსაც თავად ირჩევს. 2017 წელს 53 მეთორმეტეკლასელიდან, სახელმწიფო გრანტი 38-მა მოიპოვა, მათგან 13-მა კი 100%-იანი დაფინანსება მიიღო, დანარჩენებმა კი 70 და 50%-იანი გრანტები მოიპოვეს, ეს მაჩვენებელი ნამდვლად მეტყველებს სკოლის წარმატებაზე.

მეტი ინფორმაცია ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის შესახებ

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეები, არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ  შემოქმედებითი კუთხითაც წარმატებულნი არიან. ამის ერთ-ერთი მაგალითია იტალიაში, ქ. ტრიესდში, კასტელო დი დუინოს სახელობის პოეზიისა და თეატრის IX საერთაშორისო კონკურსის შედეგი. კონკურსის თემატიკა იყო „მომავალი ადგილი სამყაროში“ და 16 წლამდე მონაწილეებს შორის ჩვენმა მოსწავლემ სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარდა უშუალოდ მოსწავლეების წარმატებისა, თავად სკოლაც არაერთ კონკურსში იმარჯვებს. ამის დასტური წინა წელს ნაციონალური ბიზნეს კავშირის რეიტინგებში ჩვენი ადგილია. ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს საწარმოთა საქმიანობის საერთო სახელმწიფო ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს. წინა წელს კი, კერძო სკოლების სექტორში, ჩვენმა სკოლამ ოქროს რეიტინგი დაიმსახურა.

სკოლას მიენიჭა წოდება „დარგის ლიდერი“, ორდენი – ,,ეკონომიკის ვარსკვლავი’’ და მედალი ,,პროფესიული დამსახურებისთვის’’. სკოლის დირექტორს,  გადმომეცა  2016 წლის საუკეთესო სპეციალისტის და საუკეთესო სკოლის დირექტორის წოდება.

ამასთან, ჩვენი სკოლა იმითაც არის გამორჩეული, რომ საუკეთესო ეზო გვაქვს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შარშან გამოაცხადა კონკურსი –  „სკოლის საუკეთესო ეზო“, სადაც პირველი ადგილი დავიკავეთ.

ზოგადად, როგორც სკოლის, ისე მოსწავლეების წარმატება პედაგოგთა იმ კვალიფიციური გუნდის დამსახურებაა, რომელიც ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ჰყავს. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ სწავლის ხარისხს ყველა საგანში. მაგალითად, პირადად მე, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი ვარ, შესაბამისად მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნები  უშუალოდ  ჩემი ზედამხედველობის ქვეშ არის. სკოლის ყველა პედაგოგი თავისი საგნისა და საქმის პროფესიონალია და შესაბამისად, ჩვენთან სწავლის ხარისხი მუდმივად მაღალია.

ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური