GE

სკოლა, რომლის მოსწავლეებსაც ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ წარმატება ელით

უმაღლესი დონის სწავლება, გამოცდილი პედაგოგები, გაცვლითი პროგრამები ნებისმიერ კლასში, ევროპული დონე, და სასიამოვნო გარემო – ყველა ამ და სხვა მრავალ პირობას სთავაზობს სკოლა „გრაალი“ საბაზო–საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. “ეს არის სკოლა, რომლის უფროსკლასელებსაც უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ წარმატება ელით”, – ამბობს სკოლის დირექტორი ქეთევან ლომინაძე. ის EDU.ARIS.GE-ს სკოლის უპირატესობებზე, სამომავლო გეგმებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესაა და სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე ესაუბრა:

–უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც თბილი და ამავდროულად სუბორდინაციის განსაზღვრული ურთიერთობებია. სასწავლო პროცესისათვის ყველა პირობაა (კლასში მაქსიმუმ 10 მოსწავლე) შექმნილი და შედეგიც მნიშვნელოვანია – დღიდან დაარსებისა, ერთი წარუმატებელი შემთხვევაც არ გვიფიქსირდება. როგორც საატესტატო, ასევე ეროვნულ გამოცდებში, სკოლის კურსდამთავრებულები დაფინანსების მოპოვების გზით წარმატებით აგრძელებენ სწავლას როგორც საქართველოს, ასევე ევროპის ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში. რადგან სკოლაში არის შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლესთან მასწავლებლებმა ინდივიდუალურად იმუშაონ.

მაღალ დონეზე ისწავლება ზოგადი უნარები, უცხო ენები: (ინგლისური, გერმანული, რუსული). მომავალი 2018-2019 სასწავლო წლიდან დაემატება იტალიური ენის შესწავლაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იტალის საელჩოსთან თანამშრომლობითა და გაფორმებული მემორანდუმის მეშვეობით, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლას გააგრძელებენ იტალიის სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლებელში, ანალოგიური გაცვლითი პროგრამები შეეხება ნებისმიერ  კლასის წარმატებულ მოსწავლეებს რომლებსაც მიეცემათ საშუალება იტალიაში საშუალო სასკოლო კურსის გავლის.

–რა კრიტერიუმებით აფასებს სკოლა სწავლის ხარისხს და როგორ ახდენს მის კონტროლს?

–სწავლის ხარისხი შემოწმება ჩემ მიერ ხდება, მოსწავლეთა ყოვედღიური მოსწრების გაცნობით და შემაჯამებელ დავალებებზე კონტროლის საფუძველზე. ასევე, ყოველთვიურად ინდივიდუალურად ფასდება ყველა მოსწავლე ყველა საგანში განმავითარებელი შეფასებით. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკრეტული საგნის მასწავლებელი დამრიგებელთან შეთანხმებით ატარებს დამატებით გაკვეთილებს.

–რამდენად აქტიურად ახდენს სკოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და რა აქტივობებს ახორციელებს ამ მხრივ? (სპორტი, ექსკურსია, კვება).

–ჯამრთელი ცხოვრების წესის დაცვა და მისი პოპულარიზაცია ჩვენი სკოლისათვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი სკოლა მდებარეობს ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, სკოლას გააჩნია საკუთარი სარეკრიაციო გარემო, (ეზო, მწვანე ნარგავებითა და ბალახოვანი მდელოთი), ასევე სკოლას გააჩნია საკუთარი ღია საცურაო აუზი, მინი საკალათბურთო მოედანი და მაგიდის ჩოგბურთის დამოუკიდებელი ფართი. სკოლა ხშირად აწყობს საექსკურსიო ღონისძიებებს, რომელსაც არა მარტო სანახაობრივი, არამედ  შემეცნებითი და სპორტული დატვირთვაც აქვს, უდიდესი ყურადღება ექცევა სკოლაში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფას.

მეტი ინფორმაცია სკოლის შესახებ

სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა უსაფრთხო გარემო და ბულინგის პრობლემის აღმოფხვრა სკოლებში. როგორ უდგება თქვენი სკოლა აღნიშნულ საკითხს და რა პრევენციულ ნაბიჯებს დგამთ ამ მიმართულებით?

–რაც შეეხება უსაფრთხო გარემოსა და ბულინგის პრობლემას, ისეთ შინაურ და ადაპტირებულ გარემოში, როგორიც ჩვენი სკოლაა, ეს წარმოუდგენელია, მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით ხდება ინდივიდუალური და ანონიმური გამოკითხვები მიმდინარე სასწავლო პროცესისა მთელ რიგ საკითხებზე.

–როგორია მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, განათლების მინისტრის ინიციატივით, მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული სკოლაში მიმდინარე პროცესებში, მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა არსებობდეს მშობელს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შრის. თქვენ როგორ ახერხებთ მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფას და როგორია შედეგები?

–კერძო სკოლებს თავისებური სპეციფიკა გააჩნია. ის, უპირველეს ყოვლისა, საერთო სასწავლო ბაზრის თანამოწილეა და მშობელი ამ ბაზარზე ირჩევს საუკეთესო სკლას. ამიტომ იგი ამ მხრივ მეტად აქტიურია, ვიდრე საჯარო სკოლებში. ჩვენი ადმინისტრაცია მათ ხელს უწყობს ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდებით, რაც გამოიხატება სკოლის ელექტრონული ჟურნალის წარმოებითა და კლასის დამრიგებელთა აქტიურობით. ამასთან, დირექცია საწავლო წლის მანძილზე რამდენჯერმე აწყობს გაფართოებულ მშობელთა კრებას.

–გაგვიზიარეთ, რა პრობლემებს აწყდება კერძო სკოლა მართვის პროცესში და რამდენაც დაცულად გრძნობთ კანონმდებლობით თავს, რაში ხედავთ შეზღუდვებს? როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით უნდა შეცვალოს სახელმწიფომ მიდგომა კერძო სკოლების მისამართით?

–ჩვეულებრივ, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლები ვმუშაობთ, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საქართველოს ზოგადი განთლების კანონის მიხედვით, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ბოლონიის პროცესთან. ამაზე დაყრდნობით გვეძლევა საშუალება ავაწყოთ სამომავლო გეგმები.

სიახლეები სკოლის შესახებ

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური