GE

„სკოლამდელ განათლებაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩართვა და აღსაზრდელთა ზოგადი უნარების ამაღლება მოხდება“

დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც განათლების მიმართულებით გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სკოლამდელი განათლება და მასში ხარისხობრივი კომპონენტის გაძლიერება.

„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სკოლამდელი განათლება. ამის შესახებ პრემიერმაც ისაუბრა, რომ ეს მიმართულება მნიშვნელოვნად გასაძლიერებელია და დღევანდელი განხორციელებული პროექტებით, რომლიც ინფრასტრუქტურას შეეხება მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, მაგრამ ახლა გვჭირდება ხარისხობრივი კომპონენტების შემოტანა, რომელშიც იგულისხმება სკოლამდელ განათლებაში სხვდასხვა საგანმანათლებლო პროგრამების ჩართვა.

ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ზოგადი უნარების განვითარება, სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობა ბავშვებისთვის, თამაშები და ა.შ. შევეცდებით ყველა კომპონენტი, რომელიც სკოლამდელ განათლებაში იქნება მოქცეული პასუხობდეს დროს, მოთხოვნებს და რაც მთავარია, ჩვენი ბავშვების განვითარებაზე მუშაობდეს რეალურად და გვაძლევდეს იმ შედეგს, რომელიც შემდგომ უკვე ძალიან გამოადგებათ სკოლის ეტაპზე.

სკოლამდელი განათლების ხარისხობრივი გაძლიერება წარმართული უნდა იყოს შემდეგი ეტაპისკენ, რომელიც გულისხმობს ბავშვების უკეთ მომზადებას სკოლის პერიოდისთვის და ამ პერიოდის გამოყენებას იმისთვის, რომ მართლაც ამ ბავშვებს გააჩნიათ ეს მოთხოვნილება ინფორმაციაზე, ცოდნაზე და რატომ არ გამოვიყენოთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მივცეთ მათ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება“ – განათლების მომავალი მინისტრი

განათლების მინისტრობის კანდიდატი: ჩვენი თვითმიზანი არ არის ერთჯერადი კოსმეტიკური ცვლილებები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური