GE
„სკოლას შეუძლია პედაგოგებისთვის დაიქირაოს ტრანსპორტი, შეუძლია დაუფინანსოს მგზავრობა“ – მინისტრის მოადგილე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ რეგიონებში, სადაც პედაგოგებს ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ, ეს საკითხი სკოლამ უნდა მოაგვაროს.

„იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანსპორტთან დაკავშირებით არის პრობლემა, ერთის მხრივ მოსწავლეების ტრანსპორტირება აღდგება ორშაბათიდან და დაიწყებენ გადაადგილებას, ასევე მასწავლებლებიც, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოწვევები, ამ შემთხვევაშიც გვაქვს დაშვება, რომ მუნიციპალიტეტებში სკოლები თავად უზრუნვლყოფენ ტრანსპორტირებისთვის საჭირო ზომების მიღებას. სკოლას შეუძლია დაიქირაოს ტრანსპორტი, შეუძლია დაუფინანსოს მგზავრობა. უკიდურეს შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება ამ ყველაფრის ორგანიზება და თუ მშობელს აქვს მაღალი რისკი და შიში იმის, რომ სკოლაში სიარულის შემთხვევაში შესაძლოა მის შვილს შეექმნას გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, ამ შემთხვევაში სკოლა მიმართავს განათლების სამინისტროს და მომართვის საფუძველზე ჩვენ გვაქვს დაშვება რომ სკოლა გადავიყვანოთ დისტანციური სწავლების რეჟიმზე“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სწავლების რეჟიმის შესახებ განცხადება გააკეთა, პედაგოგების ნაწილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, მათ სკოლაში მისასვლელად ტრანსპორტირების პრობლემა ექნებათ.

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დიდი ქალაქების გარდა, ყველგან დასწრებული რეჟიმით განახლდება – დიდი ქალაქების სია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი