GE

სკოლაში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება პროფესიული განათლების მქონე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებთან ერთად, პროფესიული განათლების მქონე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ.

როგორც დღეს პარლამენტში გამართულ სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაცხადდა, აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონებში.

კანონში შესატანი კანონპროექტები კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები ბავშვებისთვის ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიწოდებასა და ამ მიმართულებით საკადრო რესურსის გაზრდას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ცვლილებებს – „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება სამხედრო და სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებთან ერთად სახელოვნებო პროფესიული განათლების პირებსაც მიეცემათ. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით კი, მასწავლებლის მაძიებელ პირთა ჩამონათვალს სახელოვნებო პროფესიული განათლების მქონე პირები ემატება.

საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ასავე იხილეთ:

მასწავლებელი მასწავლებლის ბენეფიტებისა და ანაზღაურების მიღმა – რატომ არ ფიქრობს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლების პედაგოგებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური