GE

სკოლების გახსნამდე, აჭარაში ზოგიერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში 4 000- მდე გატესტილი მასწავლებლიდან კორონავირუსი 7 პედაგოგს დაუდასტურდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები PCR ტესტით ხელმეორედ გადამოწმდება.

„რამდენიმე ერთეული შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია. სრულიად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებს უტარდებათ ტესტირება. 4-ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა”, – აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი.

აჭარაში, საგანმანათლებლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ლი  თებერვლიდან განახლდება. პირველი ტალღის შეზღუდვებიდან დღემდე რეგიონში დისტანციური სწავლება მიმდინარეობდა, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში.

სპეციალისტების თქმით, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 3%-ზე დაბალია, რის გამოც სასწავლო პროცესის აღდგენა გადაწყდა. მათ გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში კი, კონკრეტული სკოლა ისევ დაიხურება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური