GE

სკოლების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შერჩევა დღეიდან დაიწყო – EDU.ARIS.GE -ს შეთავაზება დირექტორებს და არამხოლოდ მათ

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის მე-7 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებს გრიფი მიენიჭა.

იხილეთ დანართის სახით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დღეს, 24 ივნისიდან დაიწყო სკოლების მიერ სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი, რომლითაც ახალი სასწავლო წლიდან ამ სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ. პროცესი 7 ივლისის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს.

EDU.ARIS.GE-ს გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპრობირებული მიდგომა სამინისტროსა და რესურსცენტრების მხრიდან, “ურჩიოს” სკოლას, რომელი ავტორის რომელი სახელმძღვანელო შეარჩიოს, ისევ მოქმედია და სკოლების ადმინისტრაცია კვლავ დგას ასეთი ღია ზეწოლის წინაშე.

სწორედ აღნიშნული გათვალისწინებითა და თქვენი კონფიდენციალურობის სრული დაცვის გარანტიით,  EDU.ARIS.GE მიმართავს ყველა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, მასწავლებელს ან მოსწავლის მშობელს, რომელთაც ექნებათ ასეთი ფაქტის დაფიქსირების თაობაზე ინფორმაცია, დაგვიკავშირდით და გვაცნობეთ აღნიშნულის თაობაზე შემდეგი ფორმით:

grif@aris.ge

596 10 64 64; (032) 2 19 21 21;

ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის, გრიფირებისა და სახელმძღვანელოების შერჩევის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით.

როგორც სამინისტრო განმარტავს, “24 ივნისიდან – 7 ივლისის ჩათვლით პერიოდში საავტორო უფლების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს მარკეტინგი. მარკეტინგის ფარგლებში, მასწავლებლებთან შეხვედრების ორგანიზებაში დახმარებისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრებს”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური