GE

„ცივი იარაღის შეძენა ყველას შეუძლია სკოლის მიმდებარედაც, გვაქვს ინიციატივა, დავაზღვიოთ რისკები“

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში ცივი იარაღის შესახებ რეგულაციები გამკაცრდება და სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე მისი გაყიდვა აიკრძალება.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე, ვსაუბრობ ცივი იარაღის რეგულაციის გამკაცრებაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი შსს ძალიან დეტალურად ემზადებოდა და მოამზადა აღნიშნული ინიციატივა, ბუნებრივია აქ საუბარია არამხოლოდ დანაშაულზე რეაქციის გამკაცრებაზე, არამედ პრევენციაზე და ცივი იარაღის ბრუნვის აღკვეთაზე, ჩვენ მაქსიმალურად დავეყრდენით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, საქართველში დღეს არსებული რეგულაციით ცივი იარაღით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს ნებისმიერ ადგილას,მათ შორის სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე და ეს ხდება ფაქტობრივად ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე, ეს არის მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეგულაცია ითვალისწინებს ახალი პრაქტიკის დანერგვას რომელიც დარწმუნებული ვარ, მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რისკი დავაზღვიოთ, რომელიც უკავშირდება ცივი იარაღის უკანონო ბრუნვას“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური