GE

სკოლების სახელმძღვანელოებზე მუშაობა გაგრძელდება და მსოფლიოში აღიარებული ლიტერატურით გამდიდრდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სასკოლო სახელმძღვანელოებზე ისაუბრა. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, სახელმძღვანელოების განახლებაზე მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის, მძიმე წიგნების პრობლემის გადაჭრის კუთხით. მინისტრობის კანდიდატმა ასევე სახელმძღვანელოების მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ლიტერატურით გამდიდრებაზეც ისაუბრა.

,,განახლება მოხდა სასწავლო გეგმის და ახალი სახელმძღვანელოები შევა სექტემბრიდან სკოლებში. ვიცი, რომ იგივე სახელმძღვანელოების  წონის პრობლემა იყო, სპორტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი რომ შეგძლებოდა ჩვეულებრივი პირველკლასელის ჩანთის ტარება. როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემები გადაწყვეტილია ამ კუთხით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთხელ და საბოლოოდ სახელმძღვანელოების პრობლემა გადაიჭრა, ამიტომ სკოლების სახელმძღვანელოებზე მუშაობა გაგრძელდება.

როგორც ქართველი ავტორების, ისე მსოფლიოში საუკეთესო ნიმუშები რაც არსებობს, იგივე სხვადასხვა მიმართულების, ვთქვათ სამეცნიერო; დამატებითი ლიტერატურის ან სხვა სახით ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ბავშვისთვის. ანუ ის ლიტერატურა, ყველაზე თანამედროვე გამოცემები, რომლებიც უზრუნველყოფენ, ვთქვათ, ევროპის, ამერიკის სკოლებს, რატომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი? წიგნებს მაინც ვბეჭდავთ და იხარჯება რესურსი. ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ, რომ გავამდიდროთ ქართული სახელმძღვანელოების ნაწილი,” – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე:

ციფრული სკოლის კონცეფცია – რას გულისხმობს განათლების მომავალი მინისტრის ახალი ინიციატივა

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება“ – განათლების მომავალი მინისტრი

„სკოლამდელ განათლებაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩართვა და აღსაზრდელთა ზოგადი უნარების ამაღლება მოხდება“

მოამზადა სალომე ზარიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური