GE

სკოლების სია, სადაც სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის კანდიდატებს წარუდგენენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ცნობილია ის საჯარო სკოლები, სადაც სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის კანდიდატები ასარჩევად უნდა წარედგინოთ.

ეს სკოლებია:

სსიპ – ქალაქ თბილისის №30 საჯარო სკოლა

სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

სსიპ – ქალაქ თბილისის №216 საჯარო სკოლა

სსიპ – ქალაქ თბილისის №218 საჯარო სკოლა

სსიპ – ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლა

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნები 2019 წლის 17 ივნისს არის დაგეგმილი. სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს,  სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა  3 წლის ვადით ხდება.

საჯარო სკოლები სამეურვეო საბჭოებს 17 ივნისს აირჩევენ – როდიდან იგეგმება საბჭოს უფლებების გაზრდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური