GE

სკოლების ხელახალი გახსნის მიღმა – საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების პრაქტიკული ხედვა COVID-19-ის შემდეგ

გამოცემა globalpartnership დარგის სპეციალისტების პოზიციების გათვალისწინებით მომზადებულ წერილში წერს, რომ COVID-19-ის პანდემიამ, როგორც მინიმუმ, ერთი დადებითი რამ მოგვიტანა: საჯარო სკოლების მნიშვნელობა უფრო მეტად დავაფასეთ. იგი ამბობს, რომ უნდა გამოვიყენოთ დღევანდელი მოცემულობა და განვსაზღვროთ ის, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს საგანმანათლებლო სისტემა ამ გლობალური კრიზისის დახმარებით.

საზოგადოებაში უაღრესად დაფასდა სკოლის როლი, რადგან მოხდა იმის გააზრება, თუ რაოდენ აუცილებელი იყო ის მზრუნველობა, რომელსაც ის მანამდე აძლევდა ბავშვებს. ახალგაზრდები ბევრ პრობლემას აწყდებიან სახლიდან სწავლის პროცესში, ამიტომ, მოსწავლეებში გაიზარდა პატივისცემა მასწავლებლებისადმი და მათი ფასდაუდებელი შრომის მიმართ. ისტორიის მანძილზე, ძნელია წარმოიდგინო, ან გაიხსენო მომენტი, როდესაც საზოგადოებას ასე კარგად ჰქონდა გააზრებული განათლების უდიდესი, ცენტრალური როლი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ კეთილდღეობაში.

უნდა გამოვიყენოთ ეს მოცემულობა და განვსაზღვროთ ის, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს საგანმანათლებლო სისტემა ამ გლობალური კრიზისის დახმარებით.

ძლიერი და ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემა აუცილებელია საზოგადოების სწრაფი გაჯანსაღებისთვის. ახლა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაკეთოთ ნახტომი სკოლების გაძლიერებისკენ. მშობელთა უფლებამოსილება, ხელი შეუწყონ საკუთარი შვილების სწავლებას, უნდა შენარჩუნდეს მაშინაც, როდესაც პანდემია გადაივლის.

რეალურია თუ არა იმის განჭვრეტა, რომ საგანმანათლებლო სისტემა შეიძლება გახდეს უფრო ძლიერი ვიდრე იყო მანამდე?

ეს გლობალური ტენდენციები ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება:

1. საგანმანათლებლო უთანასწორობა იზრდება, იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ უთანასწორობის მაჩვენებელი მაღალი იყო პანდემიამდეც. პანდემიამდელი კვლევების მიხედვით, დაბალი შემოსავლიანობის მქონე ქვეყანათა მოსწავლეების 90%-მა, საშუალო შემოსავლიანობის 50%-მა და მაღალი შემოსავლიანობის მქონე ქვეყნების მოსწავლეთა 30%-მა ვერ შეძლო საშუალო სკოლის საბაზისო უნარ-ჩვევების მიღება, რაც საჭიროა თავის გასატანად და სამუშაოს საპოვნელად. განვითარებად ქვეყნებში COVID-19-ის პანდემია ახლაც მილიონობით ბავშვს ტოვებს სკოლის მიღმა.

2. ინოვაციებმა უეცრად გადაინაცვლა პერიფერიებიდან საგანმანათლებლო სისტემათა ცენტრში. გვაქვს შესაძლებლობა, რომ განვსაზღვროთ ახალი სტრატეგიები, რომელთა მდგრადობის შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ ახალგაზრდებს მივცეთ განათლება ამ ცვალებად დროში. გვაქვს ახალი სტრატეგიებისა და მიდგომების ნიმუშები, რომელსაც მასშტაბური საჭიროების შემთხვევაში, ექნება იმის პოტენციალი, რომ სისტემას სწრაფად გააკეთებინოს პროგრესული ნახტომი და აღმოფხვრას უფსკრული განათლებასა და უთანასწორობას შორის. ყოველივე ეს მოიცავს ინოვაციებს სწავლისა და სწავლების პროცესის შესაცვლელად: სწავლის პროცესში ლაღი მიდგომის, გარემოს შემოტანით, იმის გაკონტროლებით, თუ რა ისწავლება და როგორ.

3. ახლა საზოგადოება ახლებურად განსაზღვრავს იმას, თუ რაოდენ აუცილებელია სკოლები საზოგადოებისთვის; ამ მხარდაჭერის გამოყენებით ახალი შესაძლებლობა გაჩნდა სკოლების გაუმჯობესების მიზნის მისაღწევად.

4. ახალი საგანმანათლებლო მოკავშირეები: პანდემიამ საზოგადოებაში ახალი ფიგურების შექმნას მისცა ბიძგი – „მშობლობიდან სოციალური კეთილდღეობის ორგანიზაციებამდე“. ორგანიზაციებმა, როგორც არასდროს ისე შეუწყვეს ხელი ბავშვების განათლებას. სკოლათა უდიდესი როლის გააზრებასთან ერთად, პანდემიამ ბიძგი მისცა ემოქმედათ საზოგადოების აქამდე პასიურ ჯგუფებს, რომელებიც არ იყვნენ აქტიურად ჩართული ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში, ესენია: ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის მხარდამჭერი ორგანიზაციები, ტექნოლოგიური კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში.

საგანმანათლებლო სისტემის ტრანსფორმირებისთვის გადასადგმელი ხუთი ნაბიჯი:

აღმოცენებულ ტენდენციებზე დაყრდნობით, ამ სტატიაში მოცემულია მითითებები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია საგანმანათლებლო სისტემის შეცვლა, განსაკუთრებულად იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან.

1. საჯარო სკოლების გამოყენება: დააყენთ საჯარო სკოლები საგანმანათლებლო სისტემის ცენტრში, მიმართეთ მათი არსებითი როლი შესაძლებლობათა გათანაბრებისკენ. მრავალი ქვეყნის საჯარო სკოლას შეუძლია თავი მოუყაროს განსხვავებული საჭიროებებისა და ცხოვრების მქონე ადამიანებს. ეს ყველაფერი მოიტანს სოციალურ სარგებელს, რადგან ინდივიდებს მისცემს შესაძლებლობას, გაიზარდონ საერთო ღირებულებებითა და ცნობიერებით, რაც საზოგადოებას მეტად შეკრულს გახდის.

2. სწავლებისა და სწავლის საძირკველი/ფუძე განსაკუთრებულად ხაზგასმული უნდა იყოს. ის, თუ როგორ უნდა ურთიერთქმედებდნენ აკადემიკოსები/მასწავლებლები მოსწავლეებთან და სასწავლო მასალასთან, მათ შორის საგანმანათლებლო პროცესში გამოსაყენებელ ტექნიკასთან, არის გადამწყვეტი ფაქტორი და ყველაზე ძლიერი იდენტიფიკატორი იმისა, რომ მასწავლებლებს უმთავრესი როლი აქვთ როგორც სასკოლო განათლებაში, ისე მოსწავლეთა სწავლებაში.

3. საგანმანათლებლო ტექნიკის გამოყენება: ეფექტურად გამოიყენეთ ტექნიკა საგანმანათლებლო პროცესში, რათა სწავლისა და სწავლების პროცესში გაჩენილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნოლოგია შიძლება ძალზე დამანგრეველი აღმოჩნდეს სასწავლო პროცესისთვის. მიუხედავად ტექნიკაზე დამყარებული დიდი მოლოდინებისა, რომ მას რადიკალურად შეეძლო შეეცვალა სწავლა-სწავლების მეთოდიკა, მისი ჩარევების ზეგავლენამ სწავლებაში, მეტწილად იმედის გამაცრუებელი შედეგი მოიტანა. შესაბამისად, აქცენტირება უნდა მოხდეს აკადემიური წრეების მხარდაჭერაზე, რათა მათ ირწმუნონ ტექნიკის დადებითი მხარეები. ამ ინოვაციაში აკადემიკოსთა ჩართვისა და მათი მხარდაჭერის გარეშე გაწეული ძალისხმევები, არამდგრადი აღმოჩნდება.

4. მასწავლებლებსა და მშობლებს შორის უნდა ჩამოყალიბდეს ნდობა. COVID 19-ის პანდემია არის შესაძლებლობა მშობლებისთვის და ოჯახებისთვის, მიიღონ სწავლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ხოლო მასწავლებლებისთვის და სკოლებისთვის -გააცნობიერონ ის, თუ რაოდენ ძლიერი მოკავშირეები შეიძლება იყვნენ მშობლები. პანდემიის შემდგომი, ყოველივე ზემოთ ხსენებული ინოვაციის შედეგად, თვალსაჩინოა ის, თუ რაოდენ ეფექტურად შუძლიათ მშობლებს, ხელი შეუწყონ სწავლების პროცესს.

5. დადებითად მიიღეთ და სწორად გამოიყენეთ მეცნიერება. ასე შეიმუშავეთ სკოლების გაძლიერება – გაუმჯობესების ახალი მიდგომები. ქვეყანათა უმრავლესობას გრძელი გზა აქვს გასავლელი იქამდე, სანამ თითოეული მათგანი გაიაზრებს, თუ როგორ გამოიყენოს ტექნიკა ან უზრუნველყონ მშობელთა ჩართულობა, რათა საზოგადოებისთვის გაუმჯობესებული სკოლების შექმნა შეძლონ. ცვლილების სიჩქარე და სიღრმისეულობა იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი იქნება მიდგომათა განმეორებითი შემუშავება, რათა შესწავლილ იქნას, თუ რა მუშაობს(რამ გაამართლა), ვისთვის რა ხელშემწყობი ფაქტორებია საჭირო.

მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ხედვა თუ, როგორ შეიძლება მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ცვლილება. ეს დაგვეხმარება დისკუსიების, დებატების წარმართვაში და რაც მთავარია – მოქმედებაში.

მძიმე შედეგები ახლავს თან პანდემიის დარტყმას ყველაზე დაუცველ ახალგაზრდებზე. რთულია დავუბრუნდეთ იმ ნარატივს, რომელიც მოგვიწოდებს სკოლაში სიარულს. ეს არასწორი იქნება. ამ ეტაპზე საკმარისადაა საგანმანათლებლო ინოვაციათა ნიმუშები, რომლებიც უზრუნველყოფს წვდომას შესაბამის სწავლებაზე სკოლებს შიგნით თუ გარეთ და იძლევა საშუალებას, რომ გავაფართოვოთ ჩვენი თვალსაწიერი.

მოამზადა მარიამ დათაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური