GE

სემესტრული ნიშნების არასწორად დაანგარიშების მიზეზი და EMIS-ის დავალება სკოლებს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სკოლების მხრიდან სემესტრული ნიშნების არასწორად დაანგარიშების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და სკოლებს აღნიშნული პროცესის გამოსწორებს გზას უხსნის.

როგორც 27 მაისის ინფორმაციაში ვკითხულობთ, ელ. ჟურნალის წარმოების პროცესში გამოიკვეთა პრობლემა იმ საგნებთან დაკავშირებით, რომელთა სწავლება ხორციელდება მხოლოდ პირველ სემეტსრში. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აღნიშნული საგნები კვლავ უფიქსურდებათ საგაკვეთილო ბადეებში, რაც სემესტრული ნიშნების არასწორ დაანგარიშებას იწვევს.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა საჭირეობა, რომ ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, უზრუნველყონ სისტემა eSchool – ში შეტანილი ყველა ტიპის „საგაკვეთილო ბადის“ გადამოწმება (დასწრებული ცხრილი, დისტანციურ ელექტრონული ცხრილი, დისტანციურ ჰიბრიდული ცხრილი) და უზრუნველყონ იმ გაკვეთილების წაშლა ყველა ტიპის განრიგიდან, რომელთა სწავლებაც არ ხორციელდებოდა მეორე სემესტრში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წაშლა უნდა განხორციელდეს გაუქმებული გაკვეთილების შემთხვევაშიც, რათა მოხდეს ელექტრონულ ჟურნალში, სემესტრული ნიშნების სწორედ დაანგარიშება”, – წერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

ასევე იხილეთ:

მე-12 კლასელების შეფასებისა და დონის დაძლევის შესახებ EMIS პედაგოგებს აფრთხილებს და ინსტრუქციას აქვეყნებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური