GE

„სკოლებმა რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყონ სწავლა, ბავშვებს დღეს სკოლაში სიარული ჰაერივით სჭირდებათ“

“სკოლებმა რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყონ სწავლა. ეს ქვეყანა კიდევ წლები არ აიცრება, ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ. ვისაც არ უნდა სკოლაში სიარული, ონლაინ სწავლის არჩევანი უნდა ჰქონდეს”, – აცხადებს განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია PH international-ის წარმომადგენელი მარინა უშვერიძე 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

მისი თმით, მათ ვინც ვითარებას განსხვავებულად აფასებს, უნდა მიეცეს წავლა-განვითარების საშუალება.

“ყველანი ბუნაგის ცხოველები ვერ გავხდებით. მესამე აკადემიური წელია უკვე, რაც სწავლა ონლაინაა. ეს მთელი ეპოქაა ბავშვის ცხოვრებაში. ვინც ფიქრობს, რომ “რა დროს სკოლების გახსნაა”, იჯდეს სახლში. ვინც ამ პრობლემას უფრო გრძელვადიან მასშტაბში ვხედავთ და გამოკეტვა გამოსავალი არ გვგონია, უნდა მოგვეცეს ნორმალური სწავლა-განვითარების საშუალება. ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს და არათანმიმდევრულ პოლიტიკას (ვაქცინის სიკეთეების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებული გავრცელება, თავად დაგვიანებული ვაქცინაცია, ჯარიმების ზარ-ზეიმით პატიება, რეგულაციების სრულად მოხსნა და უკონტროლობა) ბავშვების ინტერესები ეწირება, კოვიდით დაშინებული ერი კი დუმს. “აი, ოღონდ დღეს გადავრჩეთ და რა დროს სწავლაა”, ასე გრძელდება მესამე აკადემიური წელია. სწორედ იმიტომ გვაქვს ამ ზაფხულს ამდენი დაკარგული სიცოცხლე, რომ არათანმიმდევრულები ვართ. ბავშვებმა რატომ უნდა ზღონ არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგები? მათ დღეს სკოლაში სიარული ჰაერივით სჭირდებათ. სკოლის გახსნის გარეშე კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყანას მივიღებთ შედეგად”, – წერს მარინა უშვერიძე, განათლების პროგრამების ხელმძღვანელი.

ამავე თემაზე:

ჯანდაცვის მინისტრი სკოლების გახსნისთვის აუცილებელ ორ ფაქტორს ასახელებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური