GE

სკოლებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარება ონლაინ ფორმატში შეეძლებათ – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

როგორც მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონული, ანუ ონლაინ ფორმატით ჩაატარონ.

“2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური შესაძლებელია ჩატარდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით, ელექტრონული/ონლაინ ფორმით”, – ვკითხულობთ მინისტრის 7 ოქტომბრით დათარიღებულ და დღეს გამოქვეყნებულ ბრძანებაში, რომელიც უკვე ძალაშია.

როგორც EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში დღეს გაარკვია, მიმდინარე სასწავლო წლისთვის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის რეგისტრაციის ვადები ახლო მომავალში დადგინდება და ინფორმაცია გამოქვეყნდება როგორც მათ ვებგვერდზე, ისე გადაეგზავნებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

“ვადები ჯერ არ არის გადაწყვეტილი და როგორც კი დადგინდება, გამოქვეყნდება. მოცემული იქნება ზუსტი ინსტრუქციაც”, – განმარტეს გამოცდების ცენტრში.

ასევე იხილეთ:

რატომ არ უყვართ მოსწავლეებს მეცადინეობა – სიზარმაცე თუ უინტერესო დავალებები?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი