GE

სკოლებსა და ბაღებში წითელას ეპიდემიის გამო აცრების კალენდარს ითხოვენ

სკოლებსა და ბაგა-ბაღებში  მშობლებს აცრების კალენდარის მიტანას სთხოვენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ეს აუცილებლია წითელას ეპიდემიის პრევენციისთვის, თუმცა მშობლები სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი დისკომფორტის გამო ჩივიან.

„ცნობა სკოლაშიც მომთხოვეს და ბაღშიც. როდესაც პირველ კლასში შევიყვანე და ასევე ბაღში, ორივეგან მივიტანე ფორმა 100, სადაც კარგად მახსოვს, რომ დაფიქსრებულია რომელი აცრები აქვთ ჩატარებული ბავშვებს. როცა ეს დოკუმენტი უდევთ, არ ვიცი რამდენად აქვთ ცხრილის მოთხოვნის უფლება. მაინც წავედი პოლიკლინიკაში, ისეთი რიგები იყო ამ ცნობის გამო, დილით მისული საღამოს წამოვედი, თანხა არ გადამიხდია. როგორც ვიცი, აჭარაში არის წითელას ეპიდემია და ალბათ უნდათ ინფორაცია ჰქონდეთ რამდენად აცრილები არიან ბავშვები“, – ამბობს მშობელი თამარ აკობია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

თემა აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებში, მშობლები წერენ, რომ მსგავსი ცნობის მიტანას ქვეყნის მასშტაბით ყველა საგამანათლებლო დაწესეულება ითხოვს და პოლიკლინიკებში დიდი რიგებია. ცნობა უფასოა, თუმცა რეგიონების მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში მათ აცრების ცხრილის ასლის მისაღებად 15 ლარი გადაახდევინეს.

დავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი დკუმენტების მოთხოვნის რეკომენდაცია სკოლებს ყოველწლიურად აქვთ, თუცა ამ ეტაპზე წითელას ეპიდემის საფრთხის გამო, სასწავლო დაწესეულებებს ურჩევენ პრევნციის ზომები მიიღონ.

„ეს მოთხოვნა არ არის, ეს არის თხოვნა, რომ მშობლებმა გადახედონ თავიანთი ბაშვების აცრის კალენდარს და შეავსონ ის აცრები, რაც აკლიათ.  სკოლები კი თვის მხრივ უნდა იყვნენ ინფორმირებლები რა გარემო აქვთ შიგნით.

„სკოლა და ბაღი არის საზოგადოებრვი თავშეყრის ადგილი, სადაც არის ბევრი ბავშვი. თუ ისინი არ არიან აცრილები, შეიძლება გახდნენ დაავადების კერები. დაწესებულება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შიგნით აქვს ჯანსაღი გარემო და  ბავშვებსა და მომსახურე პერსონალს შორის დაავადება არ გავრცელდება.

„სასკოლო დაწესებულებებისადმი, ყოველთვის იყო მსგავსი თხოვნა, რომ მიმართონ ჯანსაღი გარემოს შექმნის ამ გზას და ეს პირველად ნამდვილად არ ხდება. ამჟამად ცნობის მოთხოვნა გეგმიურის გარდა, გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში არის  წითელას გავრცელების საფრთხე. წითელა არის ვაქცინით მართვადი დაავადება, როელიც შეიძლება თავიდან ავიცილოთ მხოლოდამხოლოდ ვაქცინაციით. დარწმუნებლები რომ ვიყოთ, რომ სკოლებსა და ბაღებში არ გაგვივრცელდება წითელა, მშობლებმა კეთილი უნდა ინებონ და  თავის შვილები აცრან“, – ამბობს დაავადებათ კონტროლის ერვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური