GE

სკოლებში 55 და მეტი წლის ვაქცინაციის მსურველი პედაგოგების აღრიცხვა დაიწყეს

გუშინ გამართული ღონისძიების შემდეგ, რა დროსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ჩატარდა, სკოლებს გაეგზავნათ წერილი, რომ აღრიცხონ ის პედაგოგები, რომელთა ასაკიც შეესაბამება ვაქცინაციით დაწესებულ ზღვარს და სურვილი აქვთ ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში.

“გთხოვთ, თანდართული ცხრილის შესაბამისად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია 55 და მეტი წლის ასაკის იმ მასწავლებლების შესახებ, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაიტარონ “COVID” ვაქცინაცია „AstraZeneca” -ს პრეპარატით”, – წერია სკოლებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც EDU.ARIS.GE-მ მოიპოვა და რომელიც როგორც თბილისის, ისე რეგიონების სკოლებმა მიიღეს.

მასწავლებლებმა სურვილის შემთხვევაში ინფორმაცია სკოლის დირექტორს უნდა მიაწოდონ.

როგორც გუშინ განათლების მინისტრმა აღნიშნა, თბილისსა და რეგიონებში მასწავლებელთა იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც სკოლაში უსაფრთხო გარემოს განაპირობებს. მან  55 წელს ზემოთ მყოფ მასწავლებლებს თხოვნით მიმართა, გააქტიურდნენ და იმუნიზაციის გზით შექმნან უსაფრთხო სასწავლო გარემო.

მასწავლებელთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება.

ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური