GE

სკოლებში ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების, ნარკოტიკისა ალკოჰოლის ამოღებას შს მინისტრის მოადგილე მანდატურების ეფექტიან მუშაობას უკავშირებს

სტატისტიკური მონაცემები არის დასტური, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მანდატურის სამსახური ეფექტიანად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებზე კომენტირებისას განაცხადა.

სტატისტიკას, რომლის თანახმად, საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, ნარკოტიკები და ალკოჰოლია ამოღებული, მეზვრიშვილი მანდატურების ეფექტიან მუშაობას უკავშირებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, გაზრდილია არა დანაშაული, არამედ კოორდინაცია მანდატურის სამსახურსა და პოლიციას შორის, რაც 2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგია. მისი თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ ყველა სახის დარღვევისა თუ დანაშაულის ნიშნების შესახებ სამართალდამცველების ინფორმირება ხდება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის დასაწყისში შსს-მ გა​ნათლების სამინისტროსთან ერთად დაიწყო მანდატურის სამსახურის რეფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ, რომ მანდატურის სამსახური გაგვეძლიერებინა და მიგვეცა შესაძლებლობა, რომ სკოლებში უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ზომები მიეღოთ. ის მონაცემები არის ნათელი დასტური, რომ მანდატურის სამსახური კანონის ამოქმედების შემდეგ ეფექტიანად მუშაობს, ახდენს შესაბამისი დარღვევების გამოვლენას და იქ, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის შსს-ს. ანუ ჩვენი ამოცანა რაც იყო, კოორდინაცია პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის გაგვეზარდა, ეს მიზანი მიღწეულია და დანაშაულის ყველა ფაქტზე პოლიცია ეფექტიანად რეაგირებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში, (საუბარია 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდზე) საქართველოს სხვადასხვა სკო­ლი­დან 1 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 56 დანა, 13 ბას­რი სა­გა­ნი, 3 ბლაგ­ვი სა­გა­ნი, 25 ბან­ქო, ან სხვა აზარ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, 3 ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ან მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, 26 კას­ტე­ტი ამო­ი­ღეს. ასე­ვე და­ფიქ­სირ­და 4 ყურ­სას­მე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი, 294 -თამ­ბა­ქო და სან­თე­ბე­ლა (ასან­თი), 73 სა­ა­ხალ­წლო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი (პი­ტარ­და), 80 ელექტრო­სი­გა­რე­ტი, 1 ელექტრო­შო­კი (ტა­რე­ბა), 33 ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, 21 ალ­კოჰო­ლის შე­ტა­ნა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 20 სა­ვა­რა­უ­დო ნარ­კო­ტი­კის შე­ტა­ნა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური