GE

სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებზე მოსწავლისა და მშობლის ინფორმირება სავალდებულო ხდება

ახალი სასწავლო წლიდან,  სკოლა ვალდებული იქნება, რომ სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია იმ პირებისა და უწყებების შესახებ,  რომლებიც პასუხს აგებენ სკოლებში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე. სკოლამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეებსა და მშობლებს, თუ რა ფუნქცია და მნიშვნელობა აქვთ აღნიშნულ პირებს სასკოლო ცხოვრებაში.

შესაბამისი ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესებსა და პირობებში მინისტრის ბრძანებით უკვე შევიდა.

“სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 დღისა მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების/უწყებების ნომრების, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ”, – ვკითხულობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებაში.

მანდატურის ეთიკის ნორმები და სკოლებში უსაფრთხოების დაცვის წესი და პირობები განისაზღვრა

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური