GE

სკოლის დირექტორი მასწავლებლებს წელში გადატეხვას დაგვპირდა და ასრულებს! – აქცია 139–ე სკოლასთან

თბილისის #139–ე საჯარო სკოლაში მე-10 კლასელები და მათი მშობლები საპროტესტო აქციას მასწავლებლის გათავისუფლების გამო მართავენ. როგორც თავად პედაგოგი ია მაზმიშვილი აცხადებს, დირექტორის გადაწყვეტილება მის მიერ განათლების სამინისტროში შეტანილ განცხადებას უკავშირედება, სადაც საუბარი დირექტორის გადაცდომებზე იყო.

როგორც მასწავლებელი ამბობს, აპირებს, რომ სკოლის დირექტორის, ნათია ფხალაძის გადაწყვეტილება გაასაჩივროს და სახალხო დამცველს დირექტორის მიერ დისკრიმინაციისა და სკოლაში დიქტატურის დამყარების გამო მიმართოს.

„რამდენიმე თვის წინ ქალბატონი ნათია ფხალაძე დაგვიპრდა, რომ იმ პედაგოგებს, ვინც განათლების სამინისტროში განცხადება შევავსეთ მისი გადაცდომების შესახებ, რომელიც მას დაუდასტურდა, წელში და კისერში გადაგვტეხავდა, რასაც აკეთებს კიდეც. სწორედ ეს ფაქტი დაფიქსირდა გუშინ, როდესაც გაკვეთილების შემდეგ, ქალბატონმა ნათიამ 12 თვეში მოწყობილი  დისცილპინარული საბჭოს ორი სხდომის გადაწყვეტილებით სცადა ჩემი გათავისუფლება ისე, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ დამიტოვა.

„ამას გავასაჩივრებ სამართლებრივად და მივმართავთ სახალხო დამცველსაც, იმიტომ, რომ სკოლაში იკვეთება დევნა და დისკრიმინაცია ნათია ფხალაძის მიერ, რომელიც ცდილობს სკოლაში დამყარებული ჰქონდეს დიქტატურა“,- აცხადებს ია მაზმიშვილი.

139-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა სკოლაში არ შედიან მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ია მაზმიშვილის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები არიან. სკოლის მოსწავლეების ნაწილი და მათი მშობლები დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

წყარო: რუსთავი2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური