GE

სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე მე–12 კლასელის მშობელი საგამოცდო ოთახში შეიჭრა

საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს. დღეს მოსწავლეები ისტორიას აბარებენ, წინ მათემატიკაა, ამიტომ ბავშვების და მშობლების ვნებათაღელვა არ ცხრება. გუშინ კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ჩაჭრილი მოსწავლის მშობელი საგამოცდო ოთახში შეიჭრა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა, თუმცა ადგილობრივებმა სიტუაციის განეიტრალება  შეძლეს.

EDU.ARIS.GE-ის მიერ  გამოკითხული მოსწალეების უმეტესობა აცხადებს, რომ  გამოცდები რთული არ არის და თუ მოსწავლე მომზადებულია, ჩაბარება არ უჭირს. იგივეს მოწმობს ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკური მონაცემები, თუმცა არსებობენ საგამოცდო პროცესით უკმაყოფილო ადამიანებიც, რომლებიც  სოციალურ ქსელში აქტიურობენ.

„წელს საშინლად გართულებული იყო გამოცდები. მარტო ჩვენს სკოლაში 15  ბავშვი ჩაიჭრა. რომელ ათიანზეა ლაპარაკი?! ბავშვებს ანერვოზებთ თქვენი დამკვირვებლით და ვიდეოთვალით, რომელსაც საერთოდ არც უყურებთ. ამხელა ტყუილი არ წამიკითხავს, თქვენ ბავშვებს მომავალს ართმევთ“, – ეს გახლავთ ერთ-ერთი პედაგოგის გამოხმაურება EDU.ARIS.GE-ს მასალაზე, რომელიც უცხო ენებში გამოსაშვები გამოცდების შედეგებს ეხება.

unnamed (1)როგორ კონტროლდება სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობის პროცესი და ვინ ამოწმებს ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ მასალას, ამის შესახებ ინფორმაცია და თავად პროცესი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

თითოეულ სკოლაში, საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და იმყოფება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მეთვალყურე, თუმცა გარდა ამისა, ცენტრალურ ოფისში,  გამოსაშვები გამოცდების ვიდეომონიტორინგს სპეციალური ჯგუფი ახორციელებს. 15-მდე ოპერატორს რეგიონების მიხედვით, განაწილებული აქვს სკოლები და პროცესს ონლაინ რეჟიმში აკვირდება.

„1300-ზე მეტ სკოლასთან გვაქვს პირადპირი  წვდომა და ონლაინ რეჟიმში ვაკვირდებით თითოეულ საგამოცდო სექტორში მიმდინარე პროცესს. თქვენ ხედავთ, მონიტორზე როგორ ცვლიან ოპერატორები სკოლებს და აკვირდებიან. ეს ადამიანები იცვლებიან დღის მანძილზე, ასე რომ დაკვირვება უწყევტ რეჟიმში მიმდინარეობს.  შეგვიძლია აქედან დავუკავშირდეთ სკოლაში მყოფ მეთვალყურეს და  ინსტრუქცია მივცეთ.

unnamed (2)“ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რათა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ  ყველა სკოლაში გამოცდის ჩაბარებისთვის თანაბარი პირობებია შექმნილი.  გუშინ იყო შემთხვევა: კახეთის ერთ-ერთი სოფელში ჩაჭრილი მოსწავლის მშობელი შიეჭრა იმ ოთახში, სადაც  გამოცდა მიმდინარეობდა, დაძაბული ვითარება შეიქმნა, თუმცა მალე მოაგვარეს და მოსწავლეებმა  მუშაობა გააგრძელეს, სხვა ინცინდენტი არ გვქონია“, –  განმარტავს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

მაია მიმინოშვილი ისტორიის გამოცდის მიმდინარეობის პროცესზეც საუბრობს და აცხადებს რომ ის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„გამოსაშვები გამოცდები 1500-მდე სკოლაში ერთდროულად ტარდება. რამდენიმე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები მეზობელ სკოლაში გადავიყვანეთ იმის გამო, რომ მათთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო. დღეს ბავშვები აბარებენ ისტორიას და გამოცდა ჯერ-ჯერობით კარგად მიმდინარეობს. რადგან რეგიონებში იყო სტიქია, ძალიან გვეშინოდა, რომ  ბევრ სკოლაში ელექტროენერგიის პრობლემა გვექნებოდა და გამოცდის ორგანიზება ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ  მხოლოდ ოთხი სკოლა იყო, სადც ქართულის გამოცდის დღეს მოხდა შეფერხება. დღესაც რამდენიმე სკოლა იყო, სადაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ცოტა დაგვიანებით დაიწყეს, თუმცა საერთო ჯამში, ყველაფერი მშვიდ ვითრებაში მიმდინარეობს“, – ამბობს მაია მიმინოშვილი.

მე-12 კლასელთა გამოსაშვები  გამოცდები  მთელი საქართველოს მასშტაბით 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწო და 24 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულდება.

საგნის ჯგუფის ხელმძღვანელების რჩევები მოსწავლეებს

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი მე-12 კლასელებისთვის

მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2016–17 სასწავლო წელი

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური