GE

სკოლის მოსწავლეების მიერ მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლის მოსწავლეს თანატოლებმა სცემეს. არასრულწლოვანებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ვიდეო გადაიღეს. ამის შემდეგ კი, გოგონებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მოზარდებმა სოციალურ ქსელ TikTok-ზე ატვირთეს. როგორც ირკვევა, მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე უკვე ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები და გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის, არასრულწლოვანების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოციალურ მუშაკებთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, – აცხადებს დღეს, 25 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური