GE

სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

სკოლა „ჯეჯილის“ მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა მრგვალ ბაღში, სადაც გაიყიდა ბავშვების ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, საშობაო ორცხობილები და სხვა.

ორგანიზატორთა თქმით, ზამთრის სუსხიან ამინდს ხელი არ შეუშლია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის საქველმოქმედო ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში.

გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება საყმაწვილო საკითხავი ლიტერატურის შეძენას, რომელსაც სკოლა 2008 წლის ომის შედეგად დევნილთა დასახლების ბიბლიოთეკას გადაცემს. პროექტი განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.

ღონისძიება მიეძღვნა “ჯეჯილის“ ყოფილი მოსწავლის – ლელიკო დეკანოზიშვილის ხსოვნას და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

ღონისძიების ფოტოები იხილეთ ბმულზე – https://cutt.ly/XUbmx0j

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური