სკოლის სამეურვეო საბჭოს მუშაობის წესში ცვლილებები შევიდა
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული უახლესი ცვლილებების საფუძველზე განსხვავებულად ჩამოყალიბდა სკოლის სამეურვეო საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები და ასევე, დაემატა 2 ახალი პუნქტიც. მათ შორის სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ:
„პუნქტი 6: სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება, თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.
პუნქტი 7: უფლებამოსილებაშეჩერებულ სამეურვეო საბჭოს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, თუ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები სამეურვეო საბჭოს იმ წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რომლებსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ“, – ვკითხულობთ კანონში.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ტერმინთა განმარტების შესახებ ცვლილებებიც, ვრცელი ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს მუშაობისა და სხვა ცვლილებების შესახებ იხილეთ ბმულზე.
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება
- როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი