GE

სოფიო გორგოძე: წელს შესაძლოა, კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის გამოცდა მოხდეს არა კლინიკაში, არამედ სხვა სივრცეში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა იმ აბიტურიენტებისთვის შესაბამისი სივრცის შექმნის მიზნით, რომელთაც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეთ.

“ჩვენ კარგი გამოცდილება მივიღეთ შარშან და ყველა აბიტურიენტს და ასევე მასწავლებელს მიეცა შესაძლებლობა, რომ ეს გაეკეთებინა (გამოცდა ჩაებარებინა ავტ.), იცით, რომ მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს გადაუვადდათ გამოცდა. შესაბამისად, არის პროცედურები და რეგულაციები გაწერილი თუ როგორ უნდა მივიღოთ ყველა აბიტურიენტი, მათ შორის მივიღეთ შარშან კოვიდინფიცირებული აბიტურიენტიც. თუმცა, წელს შეიძლება, კოვიდინფიცირებული აბიტურიენტების გამოცდა მოხდეს არა კლინიკაში, არამედ სხვა სივრცეში. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ეს უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

გასულ წელს კორონავირუსი გამოცდების მიმდინარეობისას რამდენიმე აბიტურიენტს დაუდასტურდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური