GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის მე-11 ნომერი გამოვიდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის – „სოხუმის უნივერსიტეტი“ – მე-11 ნომერი გამოვიდა.

გაზეთში შეგიძლიათ გაეოცნოთ შემდეგ სტატიებს:

  • ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, თურქეთის, პოლონეთისა და ბელორუსიის რესპუბლიკების დიპლომატიური კორპუსის პირველი პირების ვიზიტის შესახებ უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ხონელიძესთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან.
  • საჯარო ლექციების შესახებ, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილმა პროფესორებმა: ნაირა ბეპიევამ, მერაბ ჩუხუამ და ნუგზარ რუხაძემ, აგრეთვე ცნობილმა მწერალმა და ლიტერატორმა როსტომ ჩხეიძემ და იურისტმა მალხაზ ბაძაღუამ წაიკითხეს.
  •  სსუ-ის პროფესორის, ოთარ ვახანიას სტატიას სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.
  • სსუ-ის განათლების ფაკულტეტზე, ინკლუზიური განათლების თემაზე ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ.
  • მალმოს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ სსუ-ის რექტორთან.
  • პროექტ „ეტალონის“ავტორისა და წამყვანის, გოჩა ტყეშელაშვილის ვიზიტისა და ახალი პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის შეთავაზებული წინადადებების შესახებ.
    ასევე გაეცნობით უნივერსიტეტში მიმდინარე სხვა სიახლეებსაც.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური