GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპელმა მეცნიერებმა შეხვედრები გამართეს

სოხუმის სახელწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელები ევროპელ კოლეგებს შეხვდნენ. ღონისძიება ERASMUS+ პროგრამა PESTUGE (მშვიდობის კვლევების სამაგისტრო მოდული საქართველოში) ფარგლებში ჩატარდა.

პროგრამის მიზანი საქართველოში მშვიდობის კვლევების განვითარებაა, რაც მოიცავს კვლევითი ინსტიტუტისა და სამეცნიერო ჟურნალის დაფუძნებას, საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, არსებულ სამაგისტრო პროგრამებში ახალი კურსების დანერგვას და არსებული კურსების რევიზიას, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ტრენინგების ჩატარებას, მონაწილე უნივერსიტეტების ტექნიკით აღჭურვას, სასწავლო მასალებით მომარაგებას, დარგისთვის აუცილებელი ბიბლიოთეკების შექმნას.

unnamed (4)სოხუმის სახელწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ელგუჯა ქავთარაძის განმარტებით, სტუმრები შეხვდნენ როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს.

„ERASMUS+ პროექტი არის სამშვდობო მისიასთან დაკავშირებით, ის წელიწადნახევარია უკვე მიმდინარეობს. ჩვენთან ვიზიტით არიან ირლანდიის დუბლინის უნივერსიტეტის, ირლანდიის ტრინიტი კოლეჯის  და ავსტრის უნივერსიტეტის პროფესორები, ისინი პროგრამის ფარგლებში შეხვდნენ სტუდენტებს, შემდეგ პროფესორ-მასწავლებებს, მოისმინეს ყველას აზრი. ამის შემდეგ გადავწყვეთ თუ რა ცლილებები უნდა შევიდეს სასწავლო პროგრამასა თუ სამეცნიერო მუშაობაში, გარკვეული სიახლეები უკვე დავნერგეთ, “- განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ელგუჯა ქავთარაძემ.

ERASMUS+ პროექტი საქართველოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მასში ოთხი უნივერსიტეტია ჩართული: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართულ სასწავლებლებთან ერთად, პროექტში მშვიდობის კვლევების მიმართულებით, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები არიან ჩართულები: ინსბრუკის უნივერსიტეტი/University of Innsbruck (ავსტრია), ოლსტერის უნივერსიტეტი/University of Ulster (გაერთიანებული სამეფო), დუბლინის უნივერსიტეტი/Dublin City University (ირლანდია), დუბლინის ტრინიტის კოლეჯი/Trinity College Dublin (ირლანდია).

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური