GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი დიპლომატიური შეხვედრა გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატიური შეხვედრა 15:00 სთ-ზე გაიმართა. ქართული და აზერბაიჯანული მედიის თანდასწრებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, დურსუნ ჰასანოვი, აზერბაიჯანის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლები და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები უნივერსიეტტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

ღონისძიებას სსუ-ის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს ინდირა ძაგანიას მიჰყავდა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ დურსუნ ჰასანოვს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა და მრავალწლიან ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. რეგიონის უსაფრთხოებას,მეზობელი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას და კონფლიქტების დარეგულირებას რექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები მუდამ ქართულ სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. ეს იყო აფხაზეთი თუ სამაჩაბლოს რეგიონი ისინი მუდამ ქართველების გვერდით იდგნენ. მრავალეროვანი საქართველოსათვის კი აზერბაიჯანელების, სომხების ერთობა რეგიონში მშვიდობის გარანტია.

რექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოსა დ აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას. აზერბაიჯანის ელჩმა თავის მხრივ სსუ-ის რექტორს მოწვევისათვის მადლობა მოახსენა და აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ისევე, როგორც მთელი აზერბაიჯანი, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„აზერბაიჯანი და საქართველო ერთნაირი ბედის მქონე, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარანტი ძმური ქვეყნები არიან. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ორი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ახლო მომავალში თავისი ქვეყნის მთლიანობას აღადგენს და ეს მშვენიერი უნივერსიტეტი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის ისტორიულ სივრცეში საქმიანობას განაახლებს“, – ღნიშნა აზერბაიჯანის ელჩმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური