GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დაინიშნა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2017 წლის 17 მარტს გამართულ საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია 19 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით იწარმოებს, არჩევნები კი 18 მაისს არის ჩანიშნული.

აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება და დანართი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური