GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები იმართება, რომელშიც 3 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. შვიდი წევრისგან შემდგარი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ახალ რექტორს 4 წლის ვადით აირჩევს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები არიან:

  1. ზურაბ ხონელიძე– საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
  2. ინდირა ძაგანია-ჭოჭუა– ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
  3. კახა ქეცბაია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საარჩევნო კომისია მუშაობას  09:00 საათიდან შეუდგა, 11:00 საათიდან კი აკადემიური საბჭოს წევრები ხმის მიცემის (კენჭისყრის) პროცედურას დაიწყებენ, რომლის ფარულობას საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს.

პროცედურის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, დღესვე გაიმართება მეორე ტური არაუგვიანეს 14:00 საათისა, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტედენტი. პირველ ტურში ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ხელახალი კენჭისყრა ტარდება იმავე დღეს, არაუგვიანეს 16:00 საათისა. თუ არჩევნების მეორე ტურშიც რექტორის არჩევა ვერ მოხდა, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ახალი არჩევნების თარიღი ინიშნება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური