GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ლინგვისტური ასოციაციის წევრმა საჯარო ლექცია ჩაატარა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ლინგვისტური ასოციაციის წევრმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ლინგვისტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარმა გია კვაშილავამ საჯარო საჯარო ლექცია თემაზე: „პროტოქართველების, პროტოქართველური ენისა და წარწერების შესახებ“ წაიკითხა.

ღონისძებას, რომელიც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. მან დიდი ინტერესი გამოიწვია.

ლექციის ფარგლებში გია კვაშილავამ ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორიცაა: სამხრეთ ევროპის, მცირე აზიისა და კავკასიის უძველესი მოსახლეობის ენები და წარწერები; კორიბანტებისა და კირბების-კოლხური პროტოქართველური წერილობითი ძეგლები; საქართველოში აღმოჩენილი პროტოქართველური მწერლობა, ხაზოვანი ნიშნები; საქართველოში აღმოჩენილი დაბლაგომის დოქის წარწერა და ჯუმითის ქვის ხაზოვანი ნიშნები;

ღონისძიების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური