GE

სპეციალური დედაენა სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის

სმენადაქვეითებული მოზარდებისთვის სპეცილური დედა ენის შექმნა იგეგმება. ამის შესხებ, სმენის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, „თბილისი გარდენ ჰოლში“ გაიმართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ მიერ გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების ადრეული რეაბილიტაციის სახელმწიფო სახელმძღვანელოს შემუშავებაზე იმსჯელეს. იგეგმება სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სპეციალური დედაენის შექმნა. პროექტში ჩართულები არიან განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტრო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, და შპს „კინდ-სმენა“.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური