GE

სსუ-ის განათლებისა და ეკონომიკა-ბიზნესის ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და ეკონომიკა-ბიზნესის ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. მან ყოფილ სტუდენტებს გზა დაულოცა, ცხოვრების ფართო ასპარეზზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული უდიდესი პასუხისმგებლობაა სამშობლოს სიყვარულთან ერთად.

დაჯილდოებას განათლების ფაკულტეტის დეკანი ლია ახალაძე უძღვებოდა. მან უნივერსიტეტის რექტორთან ერთად განათლების ფაკულტეტის სტუდენტებს დიპლომები თავად გადასცა.

ღონისძიებას მუსიკალურად სსუ-ის განათლების ფაკულტეტის ვოკალური ანსამბლი (ხელმძღვანელები: ოლღა რეხვიაშვილი, ელზა გარაყანიძე) და სტუდენტი გიორგი ხარაზიშვილი აფორმებდნენ.

დაჯილდოების მეორე ნაწილში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს დეკანმა დავით ჯალაღონიამ ზურაბ ხონელიძესთან ერთად დიპლომები და საჩუქრები გადასცა.

დასასრულს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ერასმუს პლიუსის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური