GE

სსუ-ის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში – “კულტურული დიალოგი და ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისში სასტუმრო „ლაერტონში“ გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის თემა – “კულტურული დიალოგი და ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში“. პროექტის ორგანიზატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.

კონფერენციაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა -„დიპლომატთა კლუბის“ წარმომადგენლებმა: ილონა ვართანოვამ, ზურაბ გორგოძემ და თორნიკე ქავთარაძემ.
საუბრის დროს ახალგაზრდებმა ხაზი გაუსვეს საუნივერსიტეტო დიპლომატიის მნიშვნელობას და მის სპეციფიკას.

პროექტის მიზანი ახალგაზრდების როლის გააქტიურება პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში იყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური