სსუ-ის სტუდენტებს ამავე უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, აშშ-ის უნივერსიტეტის მაგისტრანტი შეხვდა
მიმდინარე წლის 24 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჩატარდა შეხვედრა ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან, ამერიკის შეერთებული შტატების ტაფტის უნივერსიტეტის, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრანტ, ზვიად აძინბაიასთან თემაზე: “ამერიკული განათლება“.
შეხვედრა მიმდინარეობდა დიალოგის ფორმატში.
საუბარი იყო თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას განათლების სფეროში, რას იძლევა ამერიკული სკოლის განათლება, როგორ განახორციელო შენი შესაძლებლობები საბაზისო ეკონომიკის პირობებში. დებატები გაიმართა აგრეთვე აშშ-ის და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი იყო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თუ როგორია აშშ-ის საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
შეხვედრის ბოლოს ზვიად აძინბაიას გადაეცა ფაკულტეტის საპატიო სიგელი წარმატებული სწავლისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის ბოლო, სადღესასწაულო შეხვედრა გაიმართა by სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული უნივერსიტეტის რექტორი ესტუმრა by სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსუ-ში ცნობილმა ეთნოლოგ-ფოლკლორისტმა ნუგზარ ანთელავამ საჯარო ლექცია ჩაატარა by სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი