GE

სსუ-ის წარმომადგენლები აფხაზეთის ომის ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრნენ

18 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად კულტურის ცენტრში „კონგრეს ჰოლი“ აფხაზეთის ომის ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო, რომელიც 2014 წლიდან აღინიშნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი მოსახლეობა.

სიტყვით გამოვიდნენ:

  • ვახტანგ ყოლბაია-აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე;
  • გიორგი ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
  • გია გვაზავა – აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
  • ჯანდრი უბირია – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, აფხაზეთის ომის ვეტერანი;
  • ქრისტინე ჩაჩუა – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

ღონისძიებაზე საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ: გ.ყურაშვილის სახელობის, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“; ესტრადის მომღერლები: ირმა სოხაძე, ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი.

ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

საქართველოს ეროვნული გმირების სიცოცხლე, სამშობლოს კეთილდღეობასა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm