GE

სსუ-ში ინოვაციური ტექნოლოგიების მენეჯმენტის სპეციალისტმა თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელქტრონული სწავლების დანერგვის ახალ ეტაპზე, რექტორის პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით მოწვეული იქნა ინოვაციური ტექნოლოგიების მენეჯმენტის სპეციალისტი (პოტსდამის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული) ნიკო ბარნაბიშვილი, რომელმაც უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებს, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებს ჩაუტარა სემინარი თემაზე „ელექტრონული სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები“.

მომხსენებელმა პირდაპირ რეჟიმში აჩვენა თუ რა მეთოდებით არის შესაძლებელი ვირტუალური კლასების დაკომპლექტება და მათი მართვა ერთიანი ცენტრალური ბაზის მეშვეობით.
სემინარის თემამ დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია , ფაკულტეტების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ელექტრონული სწავლების დანერგვის შესახებ.

აღინიშნა, რომ უნივერსიტეტში ამის მზადყოფნა დიდი ხანია არის და ერთ-ერთმა ფაკულტეტმა დაიწყო კიდეც ამ კუთხით მუშაობა.

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს, გაიმართა ჯანსაღი დისკუსია და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება საწყის ეტაპზე თითო ფაკულტეტიდან რამდენიმე სასწავლო კურსის ელექტრონული სწავლება განხორციელებულიყო.
დასასრულს ახალგაზრდა სპეციალისტს დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური