GE

სსუ-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატის დავით ლანჩავას საჯარო ლექცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატის დავით ლანჩავას საჯარო ლექცია თემაზე „ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები“ ჩატარდა.

პრეზენტაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა და თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე სამართლებრივი ინსტიტუციების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას როგორც სტუდენტები, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

საჯარო ლექცია დიალოგის რეჟიმში წარიმართა. აუდიტორიამ მისთვის საინტერესო კითხვები დასვა, რომლებიც ძირითადად ადვოკატის ფუნქციასა და როლს, ხედვას, ასევე თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის მნიშვნელობას და მის სხვადასხვა ნორმას ეხებოდა.

დავით ლანჩავამ აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე, ბარიერების გარეშე ვაჭრობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, პოლიტიკურ კოორდინაციაზე, ფინანსურ ინტეგრაციასა და ასევე ხალხთა შორის კავშირზე ყურადრება გაამახვილა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური