GE

სსუ–ში კონფერენცია თანამედროვე განათლების პარადიგმები უნივერსიტეტებსა და სასკოლო განათლებაში გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია  – თანამედროვე განათლების პარადიგმები უნივერსიტეტებსა და სასკოლო განათლებაში გაიმართა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი თითქმის ყოვე­ლ­წ­ლი­უ­რად ატარებს სამეცნიერო კონფერენციას ეროვნულ დონეზე, რომლებშიც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად მასწავლებლებიც იყვნენ ჩართულნი. 2017 წლის 12, 13 ივნისს განათლების ფაკულტეტის ინიციატივით კიდევ ერთი ერო­ვ­ნუ­ლი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მასწავლებელთა ჩართულობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა.

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შეუძლებელია  წარმოვიდგინოთ სკოლისა და უნივერსიტეტის ურთიერთობების გარეშე.  უნივერსიტეტები, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს ამზადებენ, პროფესიული თანამშრომლობის სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავშირებული სკოლებთან. პირველ რიგში ეს ეხება  სავალდებულო პედაგოგიურ პრაქტიკას, რომელსაც სტუდენტები მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის  ფარგლებში გადიან სკოლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაცნობას, საუნივერსიტეტო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებებზე მუშაობისას პრაქტიკის კომპონენტის სწორად გაწერას  და ა. შ. სკოლებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობის  ერთ-ერთი საინტერესო ფორმაა  სამეცნიერო კონ­ფე­რე­ნ­ცი­ები.

ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე განათლების პარადიგმები უნი­­ვერსიტეტებსა და სას­კო­ლო განათლებაში“ 12 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ლია ახალაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ჯონი აფაქიძემ, ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა პროფ. ნინო თოფურიძემ,  სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფ. ზურაბ პაპასქირმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა როზეტა  გუჯეჯიანმა, 145-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ოსიყმიშვილმა. აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის დი­რე­ქ­ტორმა ნანა ჯალაღონიამ. პლენარულ სხდომაზე სამი მოხსენება იყო წარმოდგენილი: თამარ შინჯიაშვილის „უნივერსიტეტების რეიტინგი  და რანჟირების სისტემა თანამედროვე მსოფლიოში“ (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მაია გელანტიას „ოკუპირებული აფხაზეთის განათლებაში არსებული ვითარების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის აპარატი) და ელზა გარაყანიძის „საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადების მოდერნიზაცია“ (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

შესვენების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა სექციური მუშაობა გააგრძელეს, რომელიც 13 ივნისსაც  გაგრძელდა. 49 მომხსენებელი 4 სექციაში გადანაწილდა: განათ­ლე­ბის პოლიტიკისა და განათლების სოციოლოგიის სექცია (მოდერატორები: ისტორიის დოქტორი მაია ფირჩხაძე, პროფესორები ლია ახალაძე და დავით ზურაბაშვილი),  ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის სექცია (მოდერატორები: პროფესორები ლევან ჯინჯიხაძე და რუსუდან ფიფია),  ზოგადი მეთოდიკების სექცია (მოდერატორები: პროფესორები ჯემალ ჯინჯიხაძე, ბროლისა წულაია და თემურ ორმოცაძე),   პედაგოგიკისა და განათლების ფსიქოლოგიის სექცია (მოდერატორები პროფესორები იზოლდა ბუხულეიშვილი და მანანა ბოჭორიშვილი).

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი მასწავლებლები როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებიდან. განსაკუთრებით მისასალმებელი იყო აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლისა და თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მონაწილეობა, რომელიც სხვა სკოლებთან ერთად სსუ განათლების ფაკულტეტის პრაქტიკის ბაზას წარმოადგენს. საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ თბილისის  24-ე, 71-ე, 145-ე, 146-ე, 182-ე საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა „აისი“-ს მასწავლებლები და  დირექტორები. კონფერენციაზე დიდი სითბო და გამორჩეული ინტერესი გამოიჩინეს რეგიონული სკოლების  ტყიბულის მე-6 საჯარო სკოლის, დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის, ონის უწერის საჯარო სკოლის, ბოლნისის სავანეთის საჯარო სკოლის, ახალციხის ხეოთოს საჯარო სკოლის, დუშეთის შუაფხოს საჯარო სკოლის, წალკის ხარებას საჯარო სკოლის, სამტრედიის ნოღის საჯარო სკოლის,  ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის,  წალენჯიხის ჭალისა და ჯვარის საჯარო სკოლების, ზუგდიდის ჭკადუაშის საჯარო სკოლის წარმომადგენლებისა და  მოხსენებების მიმართ.

„კონფერენცია დატვირთული  ცოცხალი პოლემიკითა და დისკუსიებით, აზრთა გაცვლა-გამოცვლით პროფესორებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის. რაც მთავარია მოხსენებათა დიდი ნაწილი ეხებოდა  თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნო­ლო­გიებისა და ინოვაციების დანერგავს სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლებაში.

კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა 2017 წლის 16 ივნისს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. სექციის ხელმძღვანელებმა (ჯემალ ჯინჯიხაძე, მაია ფირჩხაძე, იზოლდა ბუხულეიშვილი, ლია ახალაძე) ერთხმად აღნიშნეს მასწავლებელთა და უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის ურთიერთობების აუცილებლობა და მხარი დაუჭირეს არამარტო კონფერენციების, არამედ სხვა სახის ერთობლივი ღონისძიებებისა და აქტივობების  ჩატარების  ინიციატივას სტუდენტთა ჩართულობის გაფართოებით.

დასასრულს, სსუ განათლების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს საინტერესო მოხსენებებისა და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან გაბედული დისკუსიისთვის გადაეცათ სერტიფიკატები და ევროკავშირის პროგრამის Tempus -ის საერთაშორისო პროექტის DOIT – ის ფარგლებში შექმნილი საკითხავი მასალა – სახელმძღვანელოები მულტიკულტურულ განათლებაში.  და­ჯი­ლ­დო­ვების ცერემონიალს  უძღვებოდნენ უნივერსიტეტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი, სამეცნიერო კოორდინაციის სამსახურის უფროსი და განათლების ფაკულტეტის დეკანი.

სამეცნიერო კონფერენციის  საზეიმო გახსნისა და დახურვის ცე­რემონიალზე ქართული სიმღერებით პირველად წარსდგა განათლების ფაკულტეტის  გოგონათა ვოკალური ანსამბლი (ხელმძღ­ვა­ნე­ლები პროფესორები ლელა რეხვიაშვილი და ელზა გარაყანიძე)“,– აცხადებენ უნივერსიტეტში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური