GE

სტაჟირება სტუდენტებისათვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა 6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების სამსახურში (ორი ადგილი).

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 11 ივნისამდე ადამიანური რესურსების სამსახურში უნდა წარმოადგინონ:

განცხადება რექტორის სახელზე;
სამოტივაციო წერილი (დანართის შესაბამისად);
პირადი მონაცემები (CV);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გაგზავნაც.

სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების საფუძველზე.

სტაჟირების პირველი თვე გამოსაცდელი პერიოდია, მეორე თვიდან კი შერჩეული სტაჟიორები მიიღებენ ამ პოზიციისათვის დადგენილ ანაზღაურებას.

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე – 13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/116; ელ ფოსტა: n.kubaneishvili@gruni.edu.ge

დანართი –  სამოტივაციო წერილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამარა არის© იაკობიშვილი EDU.ARIS.GE-ს რედაქტორი