GE

სტამბოლის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის დანიშვნას აპროტესტებენ

თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ბოგაზიჩის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ახალი რექტორის დანიშვნას აპროტესტებენ.

დემონსტრაციის მონაწილე ასობით სტუდენტი და ოცამდე თანამშრომელი აცხადებს, რომ თურქეთის წამყვანი სასწავლო დაწესებულების რექტორად მელიჰ ბულუს დანიშვნა არადემოკრატიულია.

4 იანვარს უნივერსიტეტის შესასვლელში სტუდენტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოგვიანებით, პოლიციამ 24 საცხოვრებელ სახლში რეიდები ჩაატარა და 17 ადამიანი დააკავა, მათ შორის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური