GE

სტატუსშეცვლილმა პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა რეგისტრაციის საფასური უნდა გადაიხადონ – რას ითხოვს „ნაეკი“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ მასწავლებლებს მიმართავს, რომლებიც 2019 წლის ნოემბრის მასწავლებელთა გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ.

2019 წლის ნოემბერში დანიშნულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულნი არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. 

გამოცდებნი ცენტრის ცნობით, არაერთ მათგანს რეგისტრაციის პერიოდში (2019 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით) შეეცვალა სტატუსი (ან ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ბაზაში განახლდა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ). ამიტომ ეს პირები არ თავისუფლდებიან რეგისტრაციის გადასახადისაგან.

“რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული საფასური მათ უნდა გადაიხადონ მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 10:00 საათიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება და ისინი ტესტირებაზე არ დაიშვებიან”, – აღნიშნულია გამოცდების ცენტრის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური