GE

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროპის უნივერსიტეტში ტრენინგს ჩაატარებს

2018 წლის 11-15 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი ჩაატარებს ტრენინგს საერთაშორისო სისხლის სამრთალში. ღონისძიების ორგანიზატორები რენე კასინის ფონდი და ევროპის უნივერსიტეტი არიან, პარტნიორები კი: საფრანგეთის საელჩო საქართველოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი საქართველოში და შავი ზღვის უნივერსიტეტი.

პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით. ღონისძიებას გაუძღვებიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, კურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

პროექტში შეუძლია ჩაერთონ:

  • მაგისტრები, მოსამართლეები და სამართლის ექსპერტები;
  • პროფესორები და მკვლევრები;
  • სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სამართლის ბაკალავრი;
  • ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებების სფეროში;
  • მუშაობის სურვილი და გამოცდილება.

გაიარეთ რეგისტრაცია

რეგისტრაციის საფასური – 100 €

სტუდენტური ფასადაკლება – 50 €

აპლიკაციის მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 2018 წლის 30 მაისი.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm