GE

სტუდენტები ქართულ-ევროპული უნივერსიტეტისთვის სტატუსის დროებით დაბრუნებას ითხოვენ

ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროს ახალ მოთხოვნებს უყენებენ. სტუდენტები მოითხოვენ, რომ სწავლის დასრულებამდე უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დაუბრუნდეს.

სტუდენტების განმარტებით, ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე სემესტრის დასრულებისთანავე უნდა შევიდეს.

ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს განათლების ხარისხისა და განვითარების ეროვნული ცენტრის ეზოში პერფომანსს გამართავენ და ღია ცის ქვეშ ლექციებს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. ხოლო აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2019 წლის 5 მარტიდან 5 (ხუთი) წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ამავე თემაზე:

„ნუ დატოვებთ 450 სტუდენტს უნივერსიტეტის მიღმა“

წყარო: TV IMEDI

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური