GE

სტუდენტების მობილობის რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სტუდენტების მიერ განხორციელებული მობილობის კუთხით საქართველო მსოფლიო რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა და მე-6 ადგილს იკავებს.

„გაიზარდა მოკლევადიანი სტიპენდიანტების რაოდენობა და სულ ახლახანს გამოქვეყნდა 2018 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტუდენტების მიერ განხორციელებული მობილობის რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, ანუ მე-8-დან მე-6-ზე გადმოვინაცვლეთ.

„2018 წელს საერთაშორისო კრედიტ-მობილობა ჰქონდათ ჯამში, დაახლოებით, 1800 სტუდენტს. საქართველოდან ევროპის უნივერსიტეტში წავიდა 1100 სტუდენტი, ხოლო ევროპიდან საქართველოს უნივერსიტეტებში ჩამოვიდა დაახლოებით 700-მდე სტუდენტი”, – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური