GE

სტუდენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან სწავლა დაუფინანსდათ – სია

განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ბრძანების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ 1000-ზე მეტ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტს 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დაუფინანსდა.

იხილეთ „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების სია.

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების სია გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური