GE

სტუდენტი 2021 წლის აბიტურიენტებისთვის – არსებით სახელთა მართლწერა

ავტორი: ირაკლი მახათაძე, თსუ-ის სტუდენტი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.

ნელ-ნელა ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და, ნიშანდობლივია, მღელვარებაც იმატებს. აბიტურიენტებმა პირველად ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი უნდა დაწერონ. მეც გადავწყვიტე, რომ ეს სტატია შეეხოს არსებითი სახელის ბრუნებასთან დაკავშირებულ მართლწერის საკითხებს და ამით კიდევ ერთხელ გავახსენო აბიტურიენტებს მათთვის სასარგებლო ინფორმაცია.

ხანდახან გავიგონებთ ასეთ ფრაზებს:” ირემა იმშობიარა”, “ლომა მოინადირა”. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ სახელის ფუძე -ზე ბოლოვდება, მოთხრობით ბრუნვაში ორი მ იქნება:” ირემმა იმშობიარა”, “ლომმა მოინადირა”.

აგრეთვე, თუ სახელის ფუძე -ზე ბოლოვდება, მიცემითში ორი ს მოიყრის თავს:” ქუთაისს მიაშურა”.

ია-ზე დაბოლოებულ ფუძეს ნათესაობითსა და მოქმედებითში ორი ი ექნება: ქიმია-ქიმიის-ქიმიით.

ვითარებით ბრუნვაში უნდა დავწეროთ ბრუნვის ნიშნის თანხმოვნით ნაწილად : ბავშვად, კაცად, ქალად, მდინარედ.

როცა სახელის ფუძე ბოლოვდება ე-ზე, ებიან მრავლობითში ორი ე იქნება: ღამეები, დღეები, ხეები. მაგრამ არასწორია კვირეები, წლეები (სწორია-კვირები, წლები). რატომ? იმიტომ, რომ მათი ფუძე ე-ზე არ ბოლოვდება.

-ზე დამთავრებულ ფუძეთა ნარიან მრავლობითში ორი ნ მოიყრის თავს: წიგნნი. ბერძენნი.
თუ სახელის ფუძე თ-ზე ბოლოვდება, თანიან მრავლობითში ორი თ უნდა დავწეროთ: ბურთთა, თათთა.

ხმოვანი არ იკვეცება იმ სახელებში, რომლებიც უცხოური წარმოშობისაა: კაფე-კაფესი (და არა კაფის).

თუ ფუძე ბოლოვდება-ზე და, ამავე დროს, დაერთვის -ში თანდებული, ორი შ მოიყრის თავს: თეფშში, ქარქაშში.

და კავშირით შეერთებულ სახელთაგან კავშირის წინ მდგომი სახელი დაირთავს ბრუნვის ნიშანს და გავრცობილია ხმოვნით: მთასა და ბარს, ცასა და მიწას.

აქვე ვიტყვი, რომ სავრცობი გამოიყენება რამდენიმე შემთხვევაში. ერთი უკვე ვთქვით. აგრეთვე მას ვიყენებთ, როცა წინადადებაში შებრუნებულია სიტყვების წყობა: „წიგნი აკაკი შანიძისა“. ა სავრცობის გამოყენება აუცილებელია მაშინაც, როცა სახელს -ც ნაწილაკი დაერთვის: ეშმაკმაც, გველმაც, სიყვარულმაც, ერთგულებასაც.

ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა დაკავშირებულია წინ და უკან სიტყვების თანდებულებად გამოყენებასთან. კერძოდ, ზოგჯერ ვწერთ ხოლმე ასე: „ოთხი წლის უკან ვიყავი ბარსელონაში“, „რამდენიმე წლის უკან მთას მივაშურე“. სწორი შემდეგი ფრაზები:“ ოთხი წლის წინ ვიყავი ბარსელონაში“, „რამდენიმე წლის წინ მთას მივაშურე“.

ასე და ამგვარად, იმისთვის, რომ არ დავუშვათ არსებით სახელთან დაკავშირებული შეცდომები, უნდა გავითვალისწინოთ ეს წესები. ძვირფასო აბიტურიენტებო, იმედია დაგეხმარეთ.

ავტორის სხვა სტატია:

ქართული ენის სიწმინდის მცველი

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

——-

გამოყენებული ლიტერატურა: ნ.შარაშენიძე, ქართული ენის გრამატიკა-მორფოლოგია; დიოგენე, თბილისი 2011. ჟ.ფეიქრიშვილი ქართული ენის მორფოლოგია, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი, 2010.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური