GE

სტუდენტთა უფლებების ლიგა უცხოელი სტუდენტების დაფინანსებას ეწინააღმდეგება

სტუდენტთა უფლებების ლიგა საქართველო მთავრობის დადგენილებას ეწინააღმდეგება, რომელიც კონკრეტულ ფაკულტეტებზე უცხოელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას გულისხმობს.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამისტორს მიერ, საერთაშორისო ხელშეკრულებით, ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, უცხოელი სტუნდტები დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტულ ფაკულტეტებზე. სააქართველოს მთავრობის ეს დადგენიელბა 6 თებერვალს გამოქვეყნდა.

ჩვენ საქართველოს სტუნდეტთა უფლებათა ლიგა არ მივესალმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან მრავალი სტუდენტია საქართველოში სტატუსშეჩერებული და სჯობს ჯერ განათლების სამინისტრომ მიხედოს იმ სტუდენტთა ბედს რომლებიც უმაღლესი სასწავლებების მიღმა რჩებიან!”, – ნათქვამია ლიგის განცხადებაში, რომელიც მათ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გააჟღერეს.

ამავე თემაზე:

რამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტია ქვეყანაში – უახლესი სტატისტიკა უმაღლესების მიხედვით

საქართველოში 11–ჯერ მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, ვიდრე ქართველები საზღვარგარეთ

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური