GE

სტუდენტური კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

მიმდინარე წლის 2 მაისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია სექციური პრინციპით, რომელიც მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ინფორმატიკა – ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები; თავდაცვა და უსაფრთხოება – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები; მენეჯმენტი – გამოწვევები თანამედროვე მენეჯმენტში, თეორია და პრაქტიკა; მექანიკის ინჟინერია – თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები.

ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მრავალფეროვანი თემები: ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები”, ,,მენეჯერის როლი ორგანიზაციის წარმატებაში”, ,,მიკროკონტროლერების როლი თანამედროვე შეიარაღებაში”, ,,ჯავშანტექნიკის აქტიური დაცვის სისტემები” და სხვა.

საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აკადემიის ბაკალავრიატის იუნკერებმა. ღონისძიების მსვლელობისას, მომხსენებლებმა იმსჯელეს კონფერენციის თემებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

განხილული თემები კონფერენციის ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური