GE

სვარუპ რავალი: მე ვასწავლი სიყვარულით, ცუდია, რომ დაგვავიწყდა ცხოვრებისეული უნარების სწავლება

2018 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ინდოეთიდან, სვარუპ რავალი, რომელიც საქართველოს ესტუმრა, საკუთარი სწავლების მაგალითებზე საუბრობს და ორ მეთოდოლოგიას გამოყოფს.

„მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ორი რამ გახლავთ. პირველი ისაა, რომ მე სიყვარულით ვასწავლი. განსაკუთრებით ტრადიციული სწავლებისას, ინდეოთშიც კი, მასწავლებელი არის უფროსი, ის ხელმძღვანელია და მკაცრია, ის მეფეა, მაგრამ მე ასე არ ვასწავლი, მე ვასწავლი სიყვარულით და ვფიქრობ, რომ თუ ბავშვებს ასწავლი და თან გიყვარს, ისინი ყველაფერს შეითვისებენ. მეორე ისაა, რომ მე მსახიობი ვარ და ვიყენებ დრამატულ მიდგომებს სწავლებაში, ასევე გამოცდილებაზე დამყარებულ სწავლებას ვუყენებ და ეს ძალიან გასართობია ბავშვებისთვის და ბავშვები დიდ სიამოვნებას იღებენ სწავლებით. როდესაც მოზრდილებიც კი, გართობისას უკეთ სწავლობენ. ასეთი სწავლება ბავშვებს უყვართ, რადგან ამაში სიყვარულია ჩადებული.

„იმას, რასაც მე ვასწავლი ეს არის ცხოვრებისეული უნარები აღქმა ემოციის, ემპათიის, კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, აი ამას ვასწავლი. ცუდია, რომ დაგვავიწყდა ცხოვრებისეული უნარების სწავლება. ძირითადად კონცენტრირებული ვართ მეცნიერებაზე, მათემატიკაზე, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ცხოვრებისეული უნარები, კრიტიკული აზროვნება და ამას უნდა ვასწავლიდეთ. ვიბრძვი ჩემს ქვეყანაში, რომ მთავრობამ ცხოვრებისეული უნარების სწავლება სავალდებულო დისციპლინად გახადოს. ვინაიდან ეს გვეხმარება შევისწავლოთ ყველაფერი, ისტორიას და ლიტერატურას ვერ შეისწავლი ემპათიის გარეშე, ანუ რატომ უნდა აინტერესებდეს ბავშვს, თუ რა ხდებოდა 200 წლის წინ, თუ ეს ყველაფერი არ გაითავისა, თუ ემპათიით არ დაუახლოვდა“, – ამბობს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური