GE

„სწავლა ხომ ფული ღირს, რაში იხდით?!“ – მთავარეპისკოპოსმა ახალგაზრდებს მიმართა

მთავარეპისკოპოსი, ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი მოუწოდებს ახალგაზრდებს, არ გაითვალისწინონ მათი აზრი, ვინც სახლში დარჩენას ურჩევს. სასულიერო პირის თქმით, თანამედროვე ეპოქაში გადარჩენის საშუალება მხოლოდ სწავლასა და განვითარებაშია.

აღნიშნულზე მეუფე იაკობმა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში ქადაგებისას ისაუბრა.

“მსოფლიო ეკონომიკაც შეიცვლება და როცა გამოვალთ პანდემიიდან, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, სამსახურს ვეღარ ნახავს და უნდა დაფიქრდეთ, ვინ არის თქვენი კეთილმოსურნე, ის, ვინც გაძლევთ საშუალებას, რომ შეძლოთ თქვენს თაობასთან ერთად კონკურენტუნარიანები გაიზარდოთ, თუ ისინი, ვინც მოგიწოდებენ, რომ ვიჯდეთ სახლში. რაში იხდით ფულს? სწავლა ხომ ფული ღირს, რაში იხდით?! მაღაზიაში როცა მიდიხარ, პირდაპირ ნახულობ, თუ მოგეწონა პროდუქტი და თუ ფული გაქვს, ყიდულობ და თუ არ მოგეწონა, არ ყიდულობ. ამიტომ, თუ არ მიხვედი, ლექტორიც არ გაიცანი, ლექტორიც ზარმაცდება და შენც ზარმაცდები და საბოლოო ჯამში, იოლი ცხოვრებით ვერავინ ვერაფერს ვერ ვნახავთ იმიტომ, რომ პროფესიონალიზმი იქნება მთავარი მოთხოვნა”, – თქვა ქადაგებისას მიტროპოლიტმა იაკობმა.

წყარო: mtavari.tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური